ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდებისთვის „გენდერულ თანასწორობაზე“ ტრენინგი ჩატარდა

16 May, 2022

პროგრამის „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეს“ ფარგლებში, ჯგუფმა ,,თანასწორობისთვის მებრძოლნი“ თემაზე „გენდერული თანასწორობა” ტრენინგი ჩაატარეს.

,,თანასწორობისთვის მებრძოლთა’’ ხუთეულმა ახალგაზრდებს სახალისო, საინტერესო და საგანმანათლებლო აქტივობები შესთავაზეს.

ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებმა:

  •  აიმაღლონ ცნობიერება გენდერულ საკითხებში;
  •  გაუზიარონ გამოცდილება თანატოლებს;
  •  შეიძინონ ახალი მეგობრები;
  •  გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
  •  განივითარონ აზროვნება და კრეატიულობა;

შეხვედრები ოთხ სესიად გაიმართება და მასში 18 ახალგაზრდაა ჩართული. მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდილება

+6

 

გააზიარე