ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის საპატიო მოქალაქე ლელა ნაროზაული იუბილარია

8 მარტი, 2021

ახალციხის საპატიო მოქალაქეს, კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს ქალბატონ ლელა ნაროზაულს დღეს 76 წელი შეუსრულდა.

ჩვენი საამაყო თანაქალაქელი, ხევსურეთში, არხოტში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა 1945 წლის 8 მარტს. 1968 წელს წარმატებით დაამთავრა თბილსში სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელი, მუსიკალური განხრით, ამავე წელს, დიპლომის დასაცავად ახალციხეში ჩამოვიდა და საკუთარი მოღვაწეობა აქვე გააგრძელა.

ქალბატონ ლელა ნაროზაულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მან ქართულ–ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოაყალიბა, სადაც წლების განმავლობაში არაერთი თაობა აღიზარდა. იგი დღემდე ასწავლის ქ. ვალისა და ივლიტის ეკლესიებთან არსებულ სამრევლო სკოლებში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს ჩვენს ღვაწლმოსილ თანაქალაქელს დაბადების დღეს და ქალთა დღეს-8 მარტს!

ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებთ! 

გააზიარე