ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის „სამცხემ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

17 სექტემბერი, 2020

ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშება გრძელდება.

თამაში ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მიერ ახლადშექმნილი გუნდი ახალციხის „სამცხე“ და ცხინვალის „ლიახვი“ დაუპირისპირდნენ.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა და გამარჯვება ახალციხის „სამცხემ“ მოიპოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს „სამცხეს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.
 

გააზიარე