ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი გაიზარდა

6 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი გაიზარდა.

კულტურის დაწესებულების გაერთიანებამ ბიბლიოთეკებისთვის შემეცნებითი, მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. მკითხველის მოთხოვნის გათვალისწინებით 800- მდე წიგნი 12 ბიბლიოთეკაში გადანაწილდება.

შეძენილი ლიტერატურა დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზაზა თამარაშვილთან და ა(ა)იპ კულტურის დაწესებულების გაერთიანების დირექტორთან გიორგი ჟუჟუნაძესთან ერთად დაათვალიერა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებმა მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლეს.

გააზიარე