ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის რიგით პირველი სხდომა გაიმართა.
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის რიგით პირველი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომაზე ცვლილებები შევიდა:
✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №14 განკარგულებაში.
✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში.
✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N4 დადგენილებაში.
✅,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში.
▶დეპუტატებმა მოისმინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის’’ ანგარიში.
✔სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა მოიწონეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სამცხე-ჯავახეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებთან (ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) ერთად დაფუძნების საკითხი.