ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს

5 სექტემბერი, 2023

ძვირფასო პირველკურსელებო!

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.

ფულად ჯილდოს ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.

დაინტერესებულმა პირებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  •  განცხადება;
  •  პირადობის მოწმობის ასლი;
  • დაბადების მოწმობის ასლი;
  •  ცნობა ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი);
  • სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
  •  ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
  •  საბანკო ანგარიშის ნომერი;
  •  დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ახალ ქვეპროგრამას ,,ახალციხის მერის ფულადი ჯილდო 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს“ ყოველწლიურად განახორციელებს.

საკონტაქტო პირი: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტ

გააზიარე