ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა მიმდინარეობს

27 May, 2019

ქალაქ ახალციხეში, ცენტრალური ქუჩებზე,   საგზაო უსაფრთხოების მიზნით, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,ელიტ ტექნოლოჯი“ ახორციელებს. კომპანიის ტექნიკური დირექტორის გია ახალკაცის თქმით  სამუშაოები ევროპაში აპრობირებული მეთოდით ხორციელდება და მონიშვნები დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

აღნიშნული სამუშაოების განხორცილება ხელს შეუწყობს, როგორც ქვეითთა  ისე, ავტოსატრანსპორტო  საშუალებების მოძრაობის წესების დარეგულირებას.

გააზიარე