ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს

25 თებერვალი, 2020

ახალციხეში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს.

ღონისძიება ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ახალგაზრდებმა იმ დროინდელი ტრაგიკული მოვლენები და საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული ქართველი იუნკრები გაიხსენეს.

საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

გააზიარე