ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში პედიატრიული უფასო გასინჯვა-კონსულტაციები გაიმართა

9 აპრილი, 2021

დღეს, 9 აპრილს, ახალციხეში, შპს „ნათია 777“-ს კლინიკაში, თსსუ-ს და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის მედიკოსებმა განახორციელეს პედიატრიული პაციენტების უფასო გასინჯვა-კონსულტაციები, შემდეგი მიმართულებით: პედიატრია, ოფთალმოლოგია, ნევროლოგია, ოტო-რინო ლარინგოლოგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ქირურგია.

მაღალ კვალიფიციურმა მედიკოსებმა 0-17 წლის ასაკობრივი ჯგუფის უფასო გასინჯვა-კონსულტაციები ახალციხეში, მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „ნათია 777“-ს ხელმძღვანელის ვოვა ზედგინიძის, შპს ფირმა „ლელა“-ს დირექტორის, რადიოლოგის, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმი დალი ქოზაშვილის და ახალციხის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახორციელეს.

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა გაეწია 169-მდე პირს. 

გააზიარე