ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს

3 მარტი, 2021

დღეს, 3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 90 მრავალშვილიან დედას, რომლებსაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადაეცათ.

მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს და დედის დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მერის მოადგილეებმა რუბენ კარაპეტიანმა და ალექსი ზედგინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და ქალთა ოთახის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!
ბედნიერ დედობას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!

გააზიარე