ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

6 მარტი, 2020

ქალაქ ახალციხეში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება.

აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას, ჯაყელის და ახალქალაქის ჩიხების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში კოსტავას ჩიხში საყრდენი კედელი და ასფალტის საფარი მოეწყობა, ჯაყელის ჩიხში ბეტონის საფარი დაიგება და საყრდენი კედელი გაკეთდება. ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხები (კლინიკა იმედისა და დიალიზის ცენტრის მიმდებარედ) კი მოასფალტდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე