ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია გაიმართა

8 ივლისი, 2020

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია გაიმართა.

უფასო აქცია თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განახორციელა.

კონსულტაციების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე გაეცნენ.

აქციის მიზანი იყო, კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

გააზიარე