ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

8 აგვისტო, 2021

დღეს, ახალციხეში 2008 წლის  აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და  13 წლის წინ, 2008 წლის  აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილი, სადაც მალე გმირთა მემორიალი დაიდგმება,  გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ,  საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა  და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა მამა იოანე გელაშვილმა.

ცენტრალურ პარკში მდებარე ეკრანზე  8 აგვისტოს ომის ამსახველი კადრები გავიდა და  მიმდებარე ტერიტორიაზე  იმ გმირთა მემორიალის ესკიზები განთავსდა , რომლის მოწყობაც იგეგმება.

 აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

გააზიარე