შეხვედრა მეწარმე ქალებთან
ქალაქ ახალციხეში, სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ადგილობრივ მეწარმე და ფერმერული მეურნეობების მქონე ქალებს მიეძღვნა.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გახსნა და ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ხელშეწყობაზე ისაუბრა.
მოწვეულ ქალებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა - ნინო წილოსანმა, რიმა ბერაძემ, ირმა ზავრადაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები თავიანთი საქმიანობით განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, მუნიციპალიტეტისა თუ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაში.
აუდიტორიამ წარმატებულ ფერმერ ქალთა ისტორიები მოისმინა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ ჯორჯიას, ფონდ „ტასოს“ , „იფადის“ და ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას დაინტერესებული პირები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურისა და ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრის დასასრულს ღონისძიებაზე მოწვეულ წარმატებულ ქალბებს მერიისგან საჩუქრები გადაეცა.
დღესვე, პარლამენტის დეპუტატებმა მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ქალაქ ახალციხეში, ახლად გახსნილი პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანა „ხრაშუნა“ მოინახულეს და პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნენ.