Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

19 September, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახლადაშენებულმა მე-7 საბავშვო ბაღმა დღეს, პირველი აღსაზრდელები მიიღო.

საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობა, რომელიც 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ასევე, კეთილმოეწყო ბაღის ეზო ბავშვების გასართობი მოედნით და საჭირო ინფრასტრუქტურით.

აღსანიშნავია, რომ ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის “ თანამშრომლობის ფარგლებში, „world vision საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.

აღსაზრდელთა მიღების პროცესს და ბაღში არსებულ პირობებს, დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. სტუმრებმა აღსაზრდელებს, მათ მშობლებს და საბავშვო ბაღში დასაქმებულ პერსონალს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

+28

 

Share page