Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ახალციხის საპატიო მოქალაქე - 2022“

13 May, 2022

„ახალციხის საპატიო მოქალაქე - 2022“

 გაცნობებთ, რომ „ახალციხის საპატიო მოქალაქის“ კანდიდატურების წარდგენა დაიწყო.

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებული წესის თანახმად, თქვენი წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

 კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2022 წლის ახალციხის საპატიო მოქალაქეებს სპეციალური კომისია გამოავლენს, რომლებიც 30 ივნისს, ქალაქის დღესასწაულზე, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასახელდებიან.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებულ წესსა და კანდიდატურების წამოყენების უფლებამოსილ პირებთან დაკავშირებით, იხილოთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4221327

Share page