რუსთაველის ქუჩა №124-ში , საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში , 180 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობა. პროექტი 2 661 158 ლარით ფინანსდება.
საბავშვო ბაღთან ერთად დასახლების ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.