Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვაქცინაციის პროცესს საჯარო მოხელეები აქტიურად უერთდებიან

14 August, 2021

 საყოველთაო იმუნიზაციის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები აქტიურად უერთდებიან.

მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად, „ევესქის“ რეფერალურ ჰოსპიტალში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

„აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად - აცხადებს ზაზა თამარაშვილი.

ქალაქ ახალციხეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის საშუალება აქვთ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ნუ გადადებ! აიცერი!
 

Share page