Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ სხვილისში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაისხნა

4 August, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი  სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ დავით  ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლომიძემ   და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების  დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა გახსნეს.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდა საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, შეიღება შენობის ფასადი და კეთილმოეწყო ეზო. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.

აღსანიშნავია, რომ  საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა, რომელიც ამ მიმართულებით რამდენიმე წელია  აქტიურად თანამშრომლობს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან.

  სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 369 295 ლარი  დაიხარჯა.

ახალი სასწავლო წლიდან კეთილმოწყობილ გარემოში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

Share page