Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა

21 July, 2021

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ახალციხის მუნიციპალიტეტს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და ჩართულობით ტექნიკა და ინვენტარი (სპეც. ტექნიკა ექსკავატორ-დამტვირთველი, დიზელის გენერატორები და კარვები) გადაეცა.

ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალი „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, აშშ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი კეტრინ შვაიცერი , საგრანტო პროგრამების მენეჯერი სოფო ბზიშვილი , საგრანტო პროგრამების მენეჯერი ნინო გაგუა, ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი მაიორი დანიელ სეკულა, სერჟანტი ნიკოლას ჯელქსი, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი თამარ რურუა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს.

Share page