Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალი პროექტის პრეზენტაცია

16 July, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, „საბავშვო ბაღების მხარდამჭერმა ასოციაციამ“ პროექტის „საბავშვო ბაღების მართვისა და განვითარების რეფორმის - ხელშეწყობაზე“ პრეზენტაცია გამართა.

პროექტით გათვალისწინებულია:
 სკოლამდელი აღზრდის მომსახურების განმახორციელებელი გაერთიანებების/სააგენტოებისათვის მენეჯმენტის სტრუქტურის რამდენიმე ალტერნატიული მოდელის შექმნა;

სტრუქტურაში შემავალი საშტატო ერთეულებისათვის თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება და ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, სააგენტოების თანამშრომელთათვის სამუშაო აღწერილობების ამსახველი დოკუმენტების შექმნა.

 შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მოდულის შექმნა და დანერგვის ხელშეწყობა;

 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა მიღების (რეგისტრაციის), ამორიცხვის
(რეგისტრაციიდან მოხსნის), სააღმზრდელო ჯგუფების დაკომპლექტების, დამატებითი (შერეული) ჯგუფების შექმნის, რეგისტრაციისას პრიორიტეტით სარგებლობის, სხვა გამონაკლისი შემთხვევების და აღსაზრდელთა დაფინანსების რეგულაციების დოკუმენტის შემუშავება.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) - ის მიერაა დაფინანსებული და იგი 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი, „საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნინო ბურძენიძე, საბავშვო ბაღების მენეჯერები და ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share page