Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში

15 July, 2021

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში "გამარჯვებულ ქალთა კლუბის"  წარმომადგენლებმა  ახალციხეში მცხოვრებ ონკოპაციენტ ქალებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე  ბენეფიციარებს  ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და  პროექტის „ონკოპაციენტთა გაძლიერება COVID-19-ის პანდემიის პირობებში“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტი ონკოპაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას გულისხმობს. არტ-თერაპიის დახმარებით  ფსიქოლოგი ქალებთან (კოვიდპანდემიის გამო) ონლაინ რეჟიმში იმუშავებს.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და  ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების თანამშრომლები დაესრნენ.  

გურამ მელიქიძემ დეტალურად ისაუბრა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული ჯანდაცვის იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც შექმნილია ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებისათვის.  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, სამედიცინო გამოკვლევების, სტაციონარული მომსახურებებისა და მედიკამენტების დაფინანსება.

შეხვედრის ბოლოს დამსწრე ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ.

Share page