Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სხვილისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

7 July, 2021

სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდა საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, შეიღება შენობის ფასადი და კეთილმოეწყობა ეზო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და კეთილმოწყობილ გარემოში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 369 295 ლარი იხარჯება.

Share page