Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

როინ სუდაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები

2 July, 2021

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონზე, ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

დაძაბული და საინტერესო თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
I ადგილი - 9 აპრილის ქუჩის გუნდი;
II ადგილი - მე-13 ბატალიონის გუნდი;
III ადგილი - ხეოთის გუნდი;

ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა გრიგორ ტაბატაძემ გამარჯვება მიულოცეს და მედლები და ფულადი ჯილდობი გადასცეს.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით მოეწყო

Share page