Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საზეიმო წირვა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში

30 June, 2021

ახალციხელობა - 2021

შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინეს.

დღესვე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხის ციხეზე, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ელით ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს.

დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და დაესწრონ სხვადასხვა სახის გამოფენებს, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობებს. ღონისძიების ფარგლებში დასახელდებიან საპატიო ახალციხელები და დაჯილდოვდებიან მერიის სტიპენდიანტები. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.

 

Share page