Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

24 June, 2021

მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის  ტურნირი   მიმდინარეობს. თამაშები  ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონზე იმართება.

ტურნირში მოყვარულთა 18  გუნდი მონაწილეობს. ამ ეტაპზე ათი თამაში შედგა, სადაც ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდნენ:

აგარა- წყრუთი , ანგარიში  4:0

ანი - ხეოთი , ანგარიში 2:5

მე-13 ბატალიონი - აწყური, ანგარიში 7:1

ურაველი- მუსხი, ანგარიში 1:11

ჭვინთა - ვეტერანები, ანგარიში 4:5

აგარა -ხეოთი, ანგარიში  3:5

გოლიათა (დანიელაშვილის ქუჩა) - ღიმილის ბიჭები (რუსთაველის ქუჩა), ანგარიში 5:4

ახალციხე „სერვის ჯგუფი“ - ვალე , ანგარიში 2:9

ასპინძის ქუჩა - 9 აპრილის ქუჩა, ანგარიში 0:13

გიორგიწმინდა -  კლინიკა „ევექსი“, ანგარიში 4:6

დღეს, 17:00 საათზე, 9 აპრილის ქუჩის მინი სტადიონზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და  სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით იმართება.

 

 

Share page