Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის სასპორტო სკოლაში ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა

14 June, 2021

ახალციხის სასპორტო სკოლაში ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართა.

სასპორტო სკოლის პირველობაზე, სამი დღის განმავლობაში, ერთმანეთს 11 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ეჯიბრებოდნენ.

ვაჟებში პირველი ადგილი ბექა კაჭკაჭაშვილმა დაიკავა, მეორეზე საბა ტაბატაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ოქრომელიძეს ხვდა წილად.

რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი ვიკა ვეშაგურმა დაიკავა, მეორე ადგილზე მარიამ ყურაშვილი და მარიამ მერაბიშვილი გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მარიამ მიგრიაული გახდა.

ნორჩ მოჭადრაკეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და სასპორტო სკოლის დირექტორმა გრიგორი ტაბატაძემ გამარჯვება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და თასები, მედლები და სიგელები გადასცეს.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალციხის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გაიმართა

Share page