Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 May, 2021

დღეს, 9 მაისს,  ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს.  ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ვეტერანები ოჯახებში მოინახულეს  და მერიის საჩუქრები პირადად გადასცეს. ისინი ასევე,  ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა დაასაჩუქრა და პრემიერისა და პრეზიდენტის მისალოცი ბარათებიც გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3  ვეტერანს  ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწიათ. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები  1000  ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი  500 ლარით დასაჩუქრდნენ.

Share page