Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალგაზრდული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

12 April, 2021

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალგაზრდული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ორსართულიან შენობას. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად დასახლების ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი და 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც ეწყობა.

Share page