შეხვედრა საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან და სამცხე--ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ლომიძესთან ერთად, საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, გასული წლის შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის აქტიურ თანამშრომლობაზე და ერთობლივ პროექტებზე.
შეხვედრის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლომიძემ, ორგანიზაციის სამიზნე თემებში არსებულ საბავშვო ბაღებს საჩუქრად პლანშეტები გადასცა.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღს გადაეცა სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით მომზადებული გზამკვლევი „ბაღები პანდემიის დროს“ და საინფორმაციო ბუკლეტი „ბულინგის პრევენცია ადრეული ასაკიდან“, ასევე საინფორმაციო პოსტერები თემაზე „ბულინგის ფორმები“ და „სოციალურად კომპეტენტური და მედეგი ბავშვი“.