Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო

31 March, 2021

ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამ დროისთვის ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

Share page