Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სხვილისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

24 March, 2021

სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად რემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, ასევე მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციასა და ეზოს კეთილმოწყობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილ გარემოში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. 

Share page