Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გიორგიწმინდა - მუგარეთის გზის რეაბილიტაცია

16 May, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამის სოფლის - გიორგიწმინდის, ფერსის და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება

Share page