Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბაღებში საკვების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

18 May, 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის კუთვნილი საკვების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.

აღსაზრდელების მშობლებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის პერიოდში გათვალისწინებული პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტები გადაეცემათ. სასურსათო პაკეტში სხვადასხვა სახის ბურღულეული, რძის პროდუქტები, ზეთი, კარაქი, შაქარი, კვერცხი და პურია გათვალისწინებული.

ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს, პროცესს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

კუთვნილ სასურსათო პაკეტს ეტაპობრივად ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს. 

Share page