ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგ-სემინარი "იდეების კონკურსის" ფარგლებში

22 May, 2019

მიმდინარე წლის აპრილში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში პირველი ეტაპი 9 საპროექტო იდეამ გაიარა, მათგან კი 3 საუკეთესო იდეა სპეციალურმა ჟიურიმ გამოვლინა. 

პროგრამის შემდეგი ეტაპი გულისხმობდა ამ იდეების პროექტებად გადაქცევასა და შემდგომში მათ განხორციელებას. კონკურსში მონაწილე ყველა საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა ორდღიანი ,,ვორკშოპი’’, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, სამოქალაქო ჩართულობაზე, მონაწილეობაზე, გუნდურობაზე, ასევე გაეცნენ პროექტების წერის ტექნიკას, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა დაწერეს პროექტები, მოეწყო სიმულაციური თამაშები. მოხდა წარმოდგენილი პროექტების კიდევ ერთხელ განხილვა, უკუკავშირებისა და რეკომენდაციების მიცემა. სამუშაო შეხვედრის შემდეგ, გამარჯვებულ ჯგუფებს ერთკვირიანი ვადა მიეცათ, რათა საბოლოოდ წარმოადგინონ პროექტები და დაიწყონ მათი განხორციელება.

აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი ახორციელებს პირველად და არის საპილოტე. მისი მიზანია, ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი კომპეტენციებისა და უნარების განვითარება, ასევე მათი მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა, მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა. მსგავსი პროგრამების განხორციელებას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გეგმავს.

გააზიარე