ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ სხვილისში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2019

უახლოეს ხანში სოფელ სხვილისის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ამბულატორიით ისარგებლებენ.

პროექტის თანახმად  არსებული შენობა რეაბილიტირდება  და კეთილმოეწყობა  ამბულატორიის ეზო.

სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც  61 086  ლარი იხარჯება. აგრეთვე,  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამბულატორიების მშენებლობები მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის  სოფელ კლდეში, აგარაში, თისელში, საძელში და ღრელში. ხეოთის ამბულატორიის მშენებლობაზე კი სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

გააზიარე