ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

3 სექტემბერი, 2019

 ახალციხის მერიაში ტრადიციულ თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ მშენებლებისგან ობიექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

სამუშაო შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და ზედამხედველი ორგანიზაციიის წარმომადგენლები, მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და შესყიდვების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გააზიარე