ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

8 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.

წყორძის, ანდრიაწმინდის და ანდის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი წყორძა - სარწყავი სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია;

▫სოფელი ანდრიაწმინდა  - სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წყლის გამანაწილებლის მოწყობა უჟანგავი ლითონით;

▫სოფელი ანდა -  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წყლის გამანაწილებლის მოწყობა უჟანგავი ლითონით;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

 

გააზიარე