ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საწარმო"ხიზა"-ს მონახულება და ფერმერებთან შეხვედრა

19 ნოემბერი, 2018

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა,გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, მაჟორიტარ-დეპუტატმა გიორგი კოპაძემ და ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ახალციხეში კოოპერაციული საწარმო მოინახულეს და რეგიონის ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერაციული საწარმო აღიჭურვა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობითა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ 64 მეპაიეს აერთიანებს.კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ საკუთარ საწარმოში აწარმოონ რძის პროდუქტები. შემოსავალი კი უკვე რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიიღონ.

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 3 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP).

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ წარმოებული სულგუნი, იმერული ყველი და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა,

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ეკონომიკური გამოწვევების საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რეგიონში განხორცილებული პროექტები მიმოიხილეს, დიალოგის ფორმატში განიხილეს ის საკითხები, რაც დღეს რეგიონში აქტუალურია ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისთვის. მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვეს.

გააზიარე