ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

№1 ბაგის აღსაზრდელებმა ფერადი და მხიარული ღონისძიება გამართეს

10 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის №1 ბაგის აღსაზრდელებმა ფერადი და მხიარული ღონისძიება გამართეს

ღონისძიება ბაგის ეზოში, ღია ცის ქვეშ მოეწყო, სადაც საშემოდგომო კუთხეები იყო მოწყობილი. პატარება საკუთარი ხელით ჩურჩხელები ამოავლეს, იმღერეს და იცეკვეს.

საშემოდგომო აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე