ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მინაძის საჯარო სკოლის შენობის სახურავს რეაბილიტაცია უტარდება

26 აგვისტო, 2019

სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სოფელ მინაძის საჯარო სკოლის შენობის სახურავს რეაბილიტაცია უტარდება. 

მთავრობის განკარგულებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 760 000 ლარი გამოეყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 14 საჯარო სკოლაში 18 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება.

გააზიარე