ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

10 ოქტომბერი, 2019

ახალციხის მერიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) -„ღია მონაცემების სტრატეგიის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის პროცესის განსამტკიცებლად.

პროექტის მიზანია, დაეხმაროს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესში, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტ ხელმისაწვდომობას, თავსებადობასა და შემდგომ გამოყენებას.

 

გააზიარე