ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მერიაში ტრენინგი ჩატარდა

12 ივლისი, 2019

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მერიისა და მისი იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილმა და ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების მკვლევარმა სანდრო ქევხიშვილმა შეხვედრაზე ანტიკორუფციულ ჩარჩოზე, ინფორმაციის თავისუფლებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმებზე და სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის გაზრდაზე ისაუბრეს.

ტრენინგი USAID -ის პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (USAID GGI) მხარდაჭერით ჩატარდა.

გააზიარე