ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერია ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს

7 მარტი, 2019

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია,  2019 წლის 7 მარტს, აცხადებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის  იდეების კონკურს.

თუ ხარ  აქტიური ახალგაზრდა და  გაქვს იდეა, რომელიც ეხება შენი თანატოლების  პიროვნულ გავითარებას, მათი თავისუფალ დროს რაციონალურად და ეფექტურად გამოყენებას; ახალგაზრდების  კეთილდღეობას, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნას, მათ წახალისებას და მხარდაჭერას, მათთვის სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერება ამაღლებას და შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეთ კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებაში; 

მაშინ აღნიშნული საგრანტო კონკურსი თქვენთვისაა!!!

კარგი შესაძლებლობა გეძლევათ განახორციელოთ თქვენი იდეა და პოზიტიური ცვლილებები მოუტანოთ თემსა და თქვენს თანატოლებს.

კონკურსის მიზანია:

ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს ან ახალგაზრდულ ცენტს, რომლებსაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ მხარდაჭერა.

პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა - 1000 ლარი.

პროექტის პირველ ეტაპზე იდეა უნდა წარმოადგინოთ    2019 წლის 30 აპრილს, 18:00 საათამდე , mariamzazadze@gmail.com ელ. მისამართზე (ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი, პროგრამის კოორდინატორი ელ. ფოსტის მისამართზე)

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილებას

სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია:

მარინე გოგოლაძე ( ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი) – 595 317 357 marinegogoladze@yahoo.com;

 მარიამ ზაზაძე (პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდული მუშაკი) -591 44 97 66 mariamzazadze@gmail.com;

გააზიარე