ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მე-5 საჯარო სკოლაში კონფერენცია გაიმართა

21 May, 2019

☑ ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია გაიმართა, თემაზე „სამყაროს პარადოქსები“.

ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ პროცესებსა და მოვლენებზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მე-10 და მე- 11 კლასის მოსწავლეებმა:
▪ მარიამ სამსონიძემ - „აუტოიმუნური დაავადებები“ (ხელმძღვანელი თამარ ჯინჭველაძე);
▪ ქეთევან კაჭკაჭაშვილმა - „რეალობის კვანტური ილუზია“ (ხელმძღვანელი მაია თათეშვილი);
▪ ბარბარე ბერიძემ - „წყლის ცოცხალი სისხლი“ (ხელმძღვანელი ირინა ლაბაძე);
▪ რიმა სუდაძემ - „დროში მოგზაურობა -პოლჩინსკის პარადოქსი“ (ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე);
▪ მარი მათოშვილმა - „სიმსივნე, როგორც სიკვდილის ანგელოზი“ (ხელმძღვანელი თამარ ჯინჭველაძე);
▪ თამთა პლაჭიაშვილმა - „ქიმიის პარადოქსები“ (ხელმძღვანელი კლარა კუპრეიშვილი);
▪ ლიკა ივანიძემ - „სიცოცხლე - მოლეკულათა ჯაჭვისგან შემდგარი საოცრება“ (ხელმძღვანელი ლია ფეიქრიშვილი);
▪ თათია გიგოლაშვილი - „სიზმარი -ადამიანის „ცხოვრება“ ორ, განსხვავებულ გარემოში“ (ხელმძღვანელი შორენა ენდელაძე);
▪ ეთო მერაბიშვილი - „შავი ხვრელი -ყველაზე ამოუცნობი კოსმოსური გიგანტი“ (ხელმძღვანელი მაია თათეშვილი);

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი სკოლის ადმინისტრაციამ სამეცნიერო ხასიათის წიგნებით დაასაჩუქრა. სერთიფიკატები და წიგნები გადაეცათ ასევე, პედაგოგებსაც, რომლებმაც კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებს ხელმძღვანელობა გაუწიეს თემების მომზადების პროცესში. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნამუშევრები და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს მომავალშიც.

გააზიარე