ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ჯორჯეს გრილონი - სტუმარი შვეიცარიის ქალაქ ნევშატელიდან

16 სექტემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ჯორჯეს გრილონს, მსოფლიო ახალციხეების წევრი ქალაქიდან - შვეიცარიის ქალაქ ნევშატელიდან ჩამოსულ სტუმარს უმასპინძლა.

ჯორჯეს გრილონი საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორია, რომელიც მომავალი წლის აგვისტოს თვეში შვეიცარიის ქალაქ ნევშატელში მუსიკალური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. მასში მსოფლიოს ქალაქ ახალციხეების და მათ შორის ახალციხის მუნიციპალიტეტის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

მერთან გაცნობითი სახის შეხვედრაზე, მან ქალაქ ახალციხეში ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები განიხილა და ადგილობრივი ანსამბლების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ლევან მიქაბერიძე ესწრებოდნენ.

გააზიარე