ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამოსაშვები ღონისძიება ახალციხის მე-3 საბავშვო ბაღში

21 May, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასკოლო მზაობის ჯგუფების გამოსაშვები ღონისძიებები დაიწყო.

დღეს, ბაღში მიღებული ცოდნა და უნარები ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებისა და მშობლების წინაშე ქალაქ ახალციხის მე-3 საბავშვო ბაღის სომხური ჯგუფის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. პატარებმა ქართულ და სომხურ ენებზე შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. 

პატარების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება, ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა, საბავშვო ბაღის დირექტორმა ლუიზა ღავთაძემ და სხვებმა მიულოცეს.

ახალი სასწავლო წლიდან, ქალაქ ახალციხის მე-3 საბავშვო ბაღიდან 82, ხოლო მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღიდან 565 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს.

გააზიარე