წინუბანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" მიმდინარეობს
წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინუბანში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელის შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი ეწყობა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.