ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

16 სექტემბერი, 2019

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში განახლებული საკლასო ოთახები დაათვალიერეს და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებები უსურვეს. მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მიულოცა სწავლის დაწყება. იგი ასევე, ქალაქ ვალისა და სოფელ სხვილისის საჯარო სკოლებსაც ეწვია. ქალაქის 1-ლი, მე-5 და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჯარო სკოლები მოინახულეს საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ.

დღესვე, მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლის 570 პირველკლასელს, განათლების სამინისტროს საჩუქართან - წიგნებთან და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის ფარგლებში განახლდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, ელექტროგაყვანილობა, ცენტრალური გათბობის სისტემა, შეიცვალა სახურავები და სხვა.

გააზიარე