ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 -ვე ბაგა-ბაღში სწავლა დაიწყო.

3 სექტემბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა . N3 და N5 საბავშვო ბაგა- ბაღში სასწავლო პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი გაეცნენ.

ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა პატარებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბაგა-ბაღებში არსებულ ყველა ჯგუფს ეკოლოგიურად სუფთა, ხისგან დამზადებული სათამაშოები გადასცეს.

გააზიარე